ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-03-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ბანერები და პლაკატები საკუთარი ხელით შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203