თელავის N2 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
22-03-2022
თელავის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ აქტივობა განხორციელდა.

21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები თუ კამპანიები იმართება. კამპანიას თელავის N2 საჯარო სკოლაც შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში განხორციელდა:

  • საინფორმაციო ფურცლების დამზადება და გავრცელება;
  • საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან და მოსწავლეების მიერ;
  • საინფორმაციო პოსტერის მომზადება და ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცეში განთავსება.
ჩატარებულ აქტივობებს ფონად სლოგანი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ გასდევდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203