ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან არსებული ვაკის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან არსებულ ვაკის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების - ლელა შუშანიძისა და გულნარა ავალიძის ხელმზღვანელობით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიებას ფონად სლოგანი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გასდევდა. ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით სპეციალური პლაკატები დაამზადეს.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის