თლუღის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-03-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.

სკოლის მასწავლებლებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე, მახასიათებლებზე და იმ მითებზე, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ არის გავრცელებული. 

„აღნიშნეს, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სიტყვა „დაუნი“ იმ მეცნიერის გვარია, რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი. თქვეს, რომ სლოგანი - „არავინ დატოვო განათლების მიღმა“ - გულისხმობს დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანისთვის სრულფასოვან ცხოვრებას, თანაბარ შესაძლებლობებს. მოსწავლეებს შეახსენეს, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრები, სლოგანები და წარმოადგინეს თავიანთი ნახატები.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203