თბილისის N141 სკოლის მოსწავლეებთან, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
22-03-2022
თბილისის N141 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა განიმტკიცეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„ინკლუზია ნიშნავს ყველა ადამიანის თანაბარ, სრულფასოვან მონაწილეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203