ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
22-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება “მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გაიმართა.

მოსწავლეებმა ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და არსებული ცოდნა განიმტკიცეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203