„გაზაფხულის სურნელი“ - წესის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
22-03-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლაში საგაზაფხულო ღონისძიება „გაზაფხულის სურნელი“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაზაფხულის შესახებ ისაუბრეს და წელიწადის ამ დროის მობრძანება ყველას მიულოცეს. ისინი ამ აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203