თბილისის N119 სკოლაში ქრომოსომებს არ ითვლიან - სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა
22-03-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მკაფიოდ გამოხატეს, რომ ისინი ქრომოსომებს არ ითვლიან.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება .
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203