„ვიზრუნოთ ვარძიაზე!“- ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სოციალური რეკლამა შექმნეს
22-03-2022

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დავალება, რომლის თემაც ვარძია იყო, მე და საზოგადოებასში შეასრულეს. 

მეოთხეკლასელებმა ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და საბოლოოდ, ვარძიის მოფრთხილების აუცილებლობის შესახებ სოციალური რეკლამა შექმნეს. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებს ამ აქტივობაში მასწავლებელი ნათია კაპანაძე ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეები გაეცნენ ისტორიას ვარძიაზე, ნახეს ვიდეოები ხანძარსა და რესტავრაციაზე, გაეცნენ ტექსტებს - „ძველი ციხესიმაგრე“ და „ჩუქურთმა“, იმსჯელეს, მოეწყო მცირე დისკუსია. საბოლოოდ, შექმნეს სარეკლამო პოსტერები, ვიდეოები და გაასიტყვეს ნამუშევრები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203