ღების საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო ხუსკივაძემ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნა
22-03-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო ხუსკივაძემ და IX-X კლასების მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

​პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად სოფელ ზუდალში მცხოვრებ ჯულიეტა გრძელიშვილის ოჯახს ეწვია. ოჯახში დაუნის სინდრომის მქონე ლაზარე იზრდება.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ლაზარეს მიმართ ყურადღება, სითბო, სიყვარული გამოხატეს და საჩუქრებიც გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ჯულიეტა გრძელიშვილი სტუმრებით მადლობელი დარჩა.

ბავშვებმა ასევე, ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს და „მზის შვილებს“ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჯულიეტა გრძელიშვილმა საკუთარი დამოკიდებულება, სიყვარული და ერულება გამოხატა ლაზარეს მიმართ და აღნიშნა, რომ არასოდეს დაიღლება მიზნის მიღწევის გზაზე, რაც ლაზარეს კეთილდღეობას, ნათელ მომავალს შეეხება. მან ასევე, მასწავლებელსა და მოსწავლეებს გულწრფელი მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203