თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-03-2022
თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეები მორიგ წარმატებულ პროექტში - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ მონაწილეობდნენ და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„მადლობა ქალბატონ ლელას და ბატონ გოგიტას მხარდაჭერისთვის; მადლობა თბილისის N200 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის, მადლობა ქალბატონ ლია სვანიძეს და ჩვენი სკოლის ყველა იმ მოსწავლეს, რომელებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.