ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გამოეხმაურნენ
22-03-2022
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გამოეხმაურნენ.

ღონისძიების ფარგლებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს; დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი დამოკიდებულება ჭრელი წინდების მორგებითა და მოხატული ხელებით გამოხატეს. 

ღონისძიება საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და მხარდაჭერას ემსახურებოდა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203