ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს კლასის საათი მიეძღვნა
22-03-2022
ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობები გაიმართა.
აქტივობების მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. მე-5 კლასში ამ დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარდა.
კლასის დამირგებელმა და სპეცმასწავლებელმა სოფო ჯაფარიძემ და ქეთევან ბერიძემ მოსწავლეებთან საინტერესოდ ისაუბრეს.
„21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთანაც. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს მეხუთე კლასში ჩატარდა კლასსაათი, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება. კლასის დამრიგებელმა და სპეცმასწავლებლებმა: სოფო ჯაფარიძემ და ქეთევან ბერიძემ ესაუბრნენ და განუმარტეს მოსწავლეებს, რომ მათთან ურთიერთობისას სასურველია აქცენტი თავად პიროვნებაზე გაკეთდეს. მოსწავლეებიც აქტიურად ერთვებოდნენ და გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ვიდეომასალის გაშუქების შემდეგ. ძალიან საინტერესო და მიზანმიმართული დღე იყო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის