ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, რიმა ბიჩახჩიანის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2011 წლიდან 21 მარტს აღინიშნება. 

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203