განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ინგლისური ენის შემსწავლელ 6-თვიან კურსში მონაწილეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ინგლისური ენის შემსწავლელ 6-თვიან კურსში მონაწილეობს.
პროექტი - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ ფარგლებში მიმდინარეობს.
მასში მონაწილე 30 ახალგაზრდა კონკურსის მიხედვით შეირჩა. მათ ბრიტანეთის საბჭოს და ETAG საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანების სერტიფიცირებული ტრენერები ონლაინ შეხვდნენ.
მონაწილეებმს კონკურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცემათ.