ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობის შესახებ გამართული პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
პროექტი unicef-ისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ იყო გამოცხადებული. მისი თემა იყო „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.
მასში იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა მონაწილეობდა, გამარჯვებულებს შორის კი ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაცაა.
პროექტში ჩართულ ყველა მასწავლებელს და მოსწავლესა და სკოლას მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადაეცა. სკოლას ასევე ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: