ზეგნის N2 სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
22-03-2022

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცნობიერება აიმაღლეს. 

სკოლაში აქტივობები სპეციალურმა მასწავლებელმა დაგეგმა.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„ყველაზე გულმზიანი ადამიანების დღეა!
მრავალფეროვანი, საინტერესო და ცნობიერების ამაღლების მრავალი აქტივობა დაიგეგმა ჩვენი სკოლის სპეცმასწავლებლის მიერ, რომ მოსწავლეებს არამარტო ცნობიერება აემაღლებინათ ამ საკითხის ირგვლივ, არამედ გათვითცნობიერებულუყვნენ ამასთან დაკვშირებულ  მითებსა და რეალობაში, ემპათიით განწყობილიყვნენ მათ მიმართ და ბოლოს თავიანთი სურვილები გაეზიარებინათ სამყაროსათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203