ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
22-03-2022
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სასკოლო საზოგადოებამ უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა და ამ ნაბიჯით მათ გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
„საოცარი ენთუზიაზმი და თანადგომა გამოიჩინეს ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა. უკრაინის მოსახლეობისათვის, საველე პირობების გათვალისწინებით, ყველა საჭირო ნივთი შეაგროვეს და დიდი რუდუნებით გადაანაწილეს მუყაოს ყუთებში: სხვადასხვა საკვები, თბილი ტანსაცმელი, ჰიგიენისა და პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები. ამასთან თითოეულ ყუთს თან დაურთეს თავიანთი შესრულებული ნახატები და გამამხნევებელი წერილებიც. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ საოცარი თანადგომისთვის! „რაც გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს. ეს არის, ეს არის , ეს არის მთავარი!“, მშვიდობა უკრაინას! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის