„არა ომს!“ - იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
22-03-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისა და თანატოლებისადმი თანადგომის ნიშნად სპეციალური ბანერი შექმნეს და ასევე, უკრაინის დროშები დახატეს.

მოსწავლეების მიერ განხორციელებულ აქტივობებს ფონად სლოგანები - „არა ომს!“, „მშვიდობა უკრაინას!“ და „მშვიდობა მსოფლიოს!“ გასდევდა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203