„ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს!“- კერძო სკოლა „დავითიანში“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22-03-2022
ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მთავარი გზავნილები - ბედნიერება არ ითვლის ქრომოსომებს! ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს! სკოლა „დავითიანში“ არ ითვლიან ქრომოსომებს,- გააჟღერეს. 

დღის ბოლოს მათ თავიანთი ხელით შექმნილი კედლის გაზეთები და პოსტერები გამოფინეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203