აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
22-03-2022
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში აქტივობები სპეციალური მასწავლებლის ჟანეტა ნოდიას ინიციატივითა და დამრიგებელთა დახმარებით გაიმართა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203