სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-03-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოხატეს სოლიდარობა გულმზიანი ადამიანების მიმართ და დაუნის სინდრომის ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით, 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

პატარები დიდი სიყვარულით იმეორებდნენ ლექსის სტრიქონებს - „თუ ერთმანეთს გავამხნევებთ, ჩვენ მოვიგებთ ყველა ომებს. ვიმეგობრებთ,ვიერთგულებთ - არ დავითვლით ქრომოსომებს! 

პატარებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლებიც - ნათია აბულაძე და სალომე ბალანჩივაძე.

მათ პატარებს აუხსნეს, რომ დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდებია.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობას ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203