ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ლამაზი კლასი“ მიმდინარეობს
22-03-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში კონკურსი „ლამაზი კლასი“ მიმდინარეობს. 

კონკურსი თვითმართველობისა და ეკოკლუბის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ყოველი კვირის ბოლოს კომისიის წევრები კლასებს ქულებით აფასებენ. გამარჯვებულ კლასს ჯილდოს სახით დირექცია სასკოლო ექსკურსიას დაუფინანდებს.

კომისია სკოლის 5 მასწავლებლისგან შედგება. 

აღნისნული კონკურსის მიზანი სისუფთავის დაცვასა და სუფთა გარემოს შექმნაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა.

„ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ელოდება კომისის წევრების ჩამოვლას, რადგან თითოეული მოსწავლე ზრუნავს კლასის სისუფთავეზე, ასუფთავებენ მერხებს, კედლებს, იატაკს და საინტერესო ნამუშევრებით ალამაზებენ კლასს. სკოლის ეკოკლუბელები ,,რეინჯერები'' აქტიურად ნერგავს და ახორციელებს საინტერესო კონკურსებს, რომლებიც ძირითადად გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული ასევე ხარისხიან განათლებაზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203