ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ტალღის“ წევრებმა ქალაქის მერს უმასპინძლეს
22-03-2022

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ტალღის“ წევრებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით ჩერქეზიშვილსა და CENN-ის წარმომადგენელ მაია კეზევაძეს უმასპინძლეს. 

სტუმრები, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ფარგლებში, ეკოჰაბის ოთახში, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, მათ ხელმძღვანელებს ესტუმრნენ. 

სამუშაო შეხვედრაზე, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერმადინ ბუცხრიკიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - „ნუ გავჩეხავთ ხე-ტყეს“.

„აუდიტორიას გავაცანით მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნებისთვის, ტყის საფარის შემცირების მიზეზები, შედეგები და მასთან ბრძოლის გზები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და განვიხილეთ ქალაქ ტყიბულის ეკოლოგიური პრობლემები. შეხვედრის ბოლოს ქალაქის მერმა ეკოკლუბის წევრებთან ისაუბრა ტყიბულში მწვანე სივრცეების საჭიროებაზე და ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა“,- აღნიშნავენ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში ჩართული ეკოკლუბელები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203