ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
22-03-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 

„დიდება და გამარჯვება უკრაინას!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებენ. 

„ჭალადიდის სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები იმ ომის წინააღმდეგი არიან, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინისა და მისი ხალხის დასაპყრობად. ყოველი დღე სავსეა მომაკვდინებელი და შიშისშემცველი ვიდეოებითა და სურათებით, რომლის ნახვა ცრემლისა და ემოციის გარეშე შეუძლებელია. რუსეთო, ნუთუ არ იცი რომ ვერ დაამარცხებ ასეთ გონიერ, გმირ, თავდადებულ და უძლეველ ერს? PS.დიდება და გამარჯვება უკრაინას!“,- აღნიშნულის სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203