ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები სალათის ფურცლების მოსავლის გაყიდვით შემოსული თანხით ეზოს გაამწვანებენ
22-03-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეზოში განთავსებულ სათბურში დარგულ სალათის ფოთლებს ეკოკლუბის წევრები დიდი პასუხისმგბელობით უვლიან. 

მათ უკვე მიიღეს მოსავლი და გაზაფხულის პირველ დღეს პირველი მყიდველიც გამოუჩნდათ, რომლსაც პროდუქციასთან ერთად, 50%-ანი ფასდაკლების ბარათი გადასცეს. 

სალათის ფოთლები სკოლის მასწავლებლებმა და სოფლის მოსახლეობამ შეიძინა. 

ეკოკლუბის წევრები სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებების შესახებაც წერენ. გაყიდვიდან შემოსული თანხა სკოლის ეზოს გამწვანებას მოხმარდება.

„პირველ ეტაპზე, სალათის ფოთლიდან შემოსული თანხა მოხმარდება სკოლის ეზოს გამწვანებას, რადგან ახალი დიოკნისის საჯარი სკოლა ჩართულია ეკო სკოლების პროექტში  და დაიწყო აქტივობების განხორციელება მწვანე დროშის მოსაპოვებლად. წარმატებები რეინჯერებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203