„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“- ბუთურაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა
21-03-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.

21 მარტს, სკოლაში X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა ფერადი ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

აქტივობაში, პედაგოგ ხათუნა დავითაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ.

მათ „მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს ნახატებით, შექმნეს პლაკატები და ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203