გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პლაკატები შექმნეს
21-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს შეუერთდნენ და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აქტიურად აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეები ამ მნიშვნელოვან და განსაკუთრებულად ლამაზ დღეს საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით მსოფლიო ფერხულს შეუერთდნენ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის