„მზე გვათბობს ჩვენ, ჩვენ ვათბობთ ერთმანეთს!“ - ვალის N4 საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
21-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში სახელწოდებებით - „მზე გვათბობს ჩვენ, ჩვენ ვათბობთ ერთმანეთს“ და „ყველა ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ ისინი თანასწორნი არიან“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასკოლო პროექტი განხორციელდა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და გააცნეს სასკოლო საზოგადოებას; ასევე გააკეთეს პლაკატები, გამოხატეს თანადგომისა და მეგობრობის მზადყოფნა. პროექტი განხორციელდა საგნის მე და საზოგადოებას მასწავლებლის, ნინო აზირაშვილის ხელმძღვანელობით.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის