„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“- ენაგეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო: