სკურას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნეს
21-03-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარები და საინფორმაციო პლაკატები შექმნეს, მათ დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203