„ყველა ბავშვი მზეა“ - ბარდუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა
21-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

„ჩვენი ხმა საზოგადოებაში! ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! ყველა ბავშვი მზეა! - აღნიშნული გზავნილების ფონზე, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით (თავმჯდომარე ალექსანდრე ბოგვერაძე) და სპეციალური უფროსი მასწავლებლის ბელა სილაკაძის ჩართულობით საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა მე-6 კლასში. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომზე, ნახეს  მომზადებული ვიდეო-რგოლები და გამოხატეს ემპათია.
 
„21 მარტს საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2022 წელს მთავარი გზავნილია – #ინკლუზიანიშნავს – ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და ჩვენი ქვეყანა მას 2012 წლიდან, უკვე მეთერთმეტედ უერთდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203