დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა
21-03-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით I, II და III კლასებში ღონისძიებები განხორციელდა.

მოსწავლეებს დამრიგებლებთან ერთად სკოლის სპეცმასწავლებლები და მანდატური შეხვდნენ. ისაუბრეს აღნიშნული დღის მნიშვნელობასა და წინდა - სიმბოლოს შესახებ. სიმბოლურად გააფერადეს წინდები - გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი, მოცემულ თემაზე დაამზადეს კედლის გაზეთი. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203