მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
21-03-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთინო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეებმა „მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე 21 მარტს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203