„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები „ფერადი წინდების“ სულისკვეთებას შეუერთდნენ. მათ, მასწავლებლის დახმარებით, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, შექმნეს პლაკატები და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. მოსწავლეებმა მთავარი გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და იმსახურებენ დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ჩვენგან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის