ოროჯალარის საჯარო სკოლის სახურავი ქარმა დააზიანა
21-03-2022

უამინდობამ საკმაოდ ბევრი პრობლემა წარმოშვა, რეგიონის სკოლებიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ოროჯალარის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი დაუზიანა და აღნიშნული ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ქაჩავან ჰანესიანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას დაადსტურა:

„სკოლას სახურავი დაუზიანდა და ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები ონლაინ- რეჟიმში ისწავლიან. ვიმედოვნებ, მალე მოგვარდება ყველაფერი და საკლასო ოთახებს დავუბრუნდებით“, - აღნიშნა ქაჩავან ჰანესიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203