თორიის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - ქარმა სახურავი დააზიანა
21-03-2022

ნინოწმინდაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახდა. სახურავის გარეშე დარჩა სოფელ თორიის საჯარო სკოლაც.

Etaloni.ge სკოლის ხელმძღვანელს, სერგეი პეტროსიანს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მოსწავლეები დისტანციურად განაგრძობენ სწავლას.

„ჩვენს სკოლას სახურავი დაუზიანდა... უკვე მივმართე განათლების სამინისტროს, ველოდებით კომისიას, რომელმაც უნდა შეაფასოს არსებული ვითარება; მანამდე კი, მივიღე გადაწყვეტილება ბავშვები ონლაინ-სწავლებაზე გადასულიყვნენ. სასწავლო პროცესს ხომ არ შევაჩერებდით. იმედია მალე მოგვარდება ყველაფერი და ისინი საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203