ზესტაფონის N1 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
21-03-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტიურად აღნიშნავენ და ამავდროულად, საინტერესო თუ შემეცნებით ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის სპეციალურმა პედაგოგებმა - ნანა მოდებაძემ და ნინო გოგბერაშვილმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ღონისძიებები მიუძღვნეს.

„21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდება. ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა შეუერთდა ამ კამპანიას. სპეციალურმა პედაგოგებმა - ნანა მოდებაძემ და ნინო გოგბერაშვილმა ამ დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს სხვადსხვა ღონისძიება სკოლაში. ბიოლოგიის პედაგოგმა, მარიამ ჭელიძემ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა დაუნის სინდრომის რისკ-ფაქტორებზე, ამ სინდრომის მქონე წარმატებულ ადამიანებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203