კოჭბანის საჯარო სკოლის მე-3 კლასში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
21-03-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასში ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობა გაიმართა.  მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203