„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატები და პლაკატები შექმნეს
21-03-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა აქტივობა - “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, განახორციელეს. მათ ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ მარიამ ბერიძის ხელმძღვანელობით, ნახატები და პლაკატები შექმნეს. ღონისძიებაში რესურს ოთახიც ჩართული იყო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203