უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნახატები და პლაკატები შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და არსებული ინფორმაცია გაცვალეს. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარებიც წარმოაჩინეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის