„ულამაზესი დღე ჩვენს სკოლაში“- ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის თოვლით გაიხარეს
21-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლაში გაზაფხულის თოვლით გაიხარეს.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა თოვლის მოსვლით ერთნაირად გაიხარეს, იგუნდავეს და დღე გაილამაზეს. 

„ღვთისგან ნაჩუქარი ულამაზესი დღე ჩვენს სკოლაში ... 
ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახენათელი ბავშვები და მასწავლებლები, ერთად გუნდაობით რომ იჯერეს გული გაზაფხულის თოვლით!
ასე მხიარულად აღნიშნეს თოვლინი დღე სკოლის მოსწავლეებმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203