სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2022
სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მსოფლიო კამპანიას სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შეუერთდნენ.
სკოლის ექიმმა ქეთევან ფანცულაიამ მოსწავლეებთან თემაზე - „არ ვითვლით ქრომოსომებს" ისაუბრა. მან მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებსაც უპასუხა.
გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ფილმი აჩვენა, რის შემდეგაც პატარებმა დავალებები შეასრულეს.
მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო ფერადი წინდები ხელებზე მოირგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის