„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“- ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
21-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებიზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, გააჟღერეს.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოშიც გადაინაცვლეს, მათი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და ვიდეო ჩაწერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.