„მოვეფეროთ დედებს“ - აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ პროექტზე იმუშავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, იზა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა სოციალურ პროექტზე - „მოვეფეროთ დედებს“ იმუშავეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, მისალოცი ბარათები, მოხატეს ქვები, ჩარგეს ყვავილები ქოთნებში, დახატეს სხვადასხვა თემატიკაზე ნახატები.
„პროექტზე სამი კვირის განმავლობაში იმუშავეს. გამზადებული ნივთების საშუალებით მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. ბავშვები დედის დღესთან დაკავშირებით ესტუმრნენ მარტოხელა დედას და ტკბილეულითა და ყვავილებით მიულოცეს დედის დღე. დიდი მადლობა და ბევრი წარმატებები პროექტზე მომუშავე ყველა მოსწავლესა და პედაგოგს, ქალბატონ იზა ვაჩეიშვილს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: