კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
21-03-2022
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს პლაკატები, მიუძღვნეს ნახატები და თავადაც საოცარი ემოციებით დაიტვირთნენ. რაც მთავარია, თითოეულმა მათგანმა გაიაზრა, რომ მეგობრებმა ქრომოსომები არ უნდა დაითვალონ!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის