ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს პლაკატები და ნახატები მიუძღვნეს
21-03-2022
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, უსაყვარელს მასწავლებელთან, მარიამ რობაქიძესთან ერთად, საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
მათ საკუთარი ხელით შექმნეს პლაკატები, მიუძღვნეს ნახატები და საკლასო ოთახიც თემატურად მორთეს და ყველა თანატოლს მკვეთრი მესიჯი გაუგზავნეს - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის