„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეების გზავნილი მსოფლიოს
21-03-2022
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, სხვადასხვა აქტივობით, დევიზი კი გახლდათ „ერთად ყველაფერს შევძლებთ“;
ღონისძიება იყო საინტერესო და შთამბეჭდავი, რაც მთავარია, ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ასე გააგებინეს მსოფლიოს, რომ ისინი ქრომოსომებს არ ითვლიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის