ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
21-03-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ეხმიანებიან სხვადსხვა მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. ამჯერად სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიოლოგიის მასწავლებელის რიტა ველევას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის დღე მრავალფეროვანი აქტივობები აღნიშნეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის