თბილისის N120 სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პოსტერები შექმნეს
21-03-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით  აღინიშნა.

ყველასთავის კარგად ცნობილი სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები და მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203